Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ქრისტიან ლასის ლექცია

    თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით. 

     

    გიწვევთ 2023 წლის 11 აპრილს, სამშაბათს, 17.00 საათზე მანჩესტერის (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის (ბელგია) უნივერსიტეტების პროფესორი, ორგანიზაცია "ევროკლასიკის" პრეზიდენტი ქრისტიან ლასი წაიკითხავს მოხსენებას "შეზღუდული შესაძლებლობები რომაულ სამყაროში. სოციალური და კულტურული ისტორია" (ქრისტიან ლასის შესახებ ინფორმაცია იხ.: https://research.manchester.ac.uk/en/persons/christian.laes).

     

    გაცნობებთ აგრეთვე, რომ "ევროკლასიკა" არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ევროპის სკოლებსა და უნივერსიტეტებში კლასიკური ენებისა და კულტურის სწავლებას, ხოლო თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანდება 2023 წლიდან ("ევროკლასიკის" შესახებ ინფორმაცია იხ.: https://www.euroclassica.eu/). 

     

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, თსუ მერვე კორპუსი, მეორე სართული, აუდიტორია N 220.